Friday, April 20, 2012

ქართული ტრადიციები


საქაღთველო

ქართული ტრადიციები

საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან.ეს პატარა ქვეყანა მიეკუთვნება ტრადიციული ქვეყნების რიცხვს. ოდითგანვე უამრავი ქვეყანა ცდილობდა მის დაპყრობას თუმცა საქართველო არასდროს არ გატყდა.
ბევრი ვიფიქრე თუ რა თემა უნდა ამერჩია ჩემი ბლოგისთვის, ბოლოს მაინც ეს გადავწყვიტე, რადგან ვთვლი ,რომ ეს იმ თემათაგანია რომელზეც უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ჩვენ უამრავი ტრადიცია გვაქვს, რომლებიდანაც ძალიან ბევრი ისე დაიკარგა, რომ ჩვენმა თაობამ არ იცის. შევეცდები სწორედ ასეთ ტრადიციებზე გავამახვიო ყურადღება, რადგანაც ჩემი აზრით ეს საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის.
აღნიშნული თემა იმიტომ ავირჩე, რომ მინდა  ყველამ, განსაკუთრებით კი ქართველებმა იცოდნენ საკუთარი ძველი ადათ წესები, მათ წარმოშბის და გაქრობის მიზეზები. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ძველი ტრადიციები. საინტგერესოა როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რა წეს-ჩვეულებებს ასრულებდნენ ისინი.
გარდა ამისა ვთვლი რომ ეს თემა ყველასთვის საინტერესო იქნება, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. ასევე არ აქვს აზრი ადამიანი ტრადიციებს მიჰყვება თუ არა. მისთვის ეს ყველაფერი საინტერესო სიახლე უნდა იყოს, ისეთი რომელიც შემდეგ შეიძლება სხვასაც გაუზიაროს. მე მინდა ქართული ტრადიციები ყველამ კარგად იცოდეს, განსაკუთრებით კი ქართველებმა რათა შემდეგ რაიმე უხერხულობაში არ ჩავარდნენ. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს თემა.
ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ქართული ტრადიციების გასაცნობად და შესასწავლად. ბევრ უცხოელს მიიზიდავს ჩვენი ადათ წესები და ტრადიციები., რადგან ბევრი გამორჩეული ტრადიცია გვაქვს,რომელიც ბევრს უკვირს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო ქართლი სამზარეულო და ღვინის დამზადების ტრადიცია. აგრეთვე ძალიან ბევრი ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ძველ ტრადიციებზე. ეს ბლოგი სწორედ ასეთი ხალხისთვის იქმნება ვისაჩ აინტერესებს ქართული კულტურა და ტრადიციები, ვისაც უყვარს ეს თემა და იზიდავს სიახლეები.
საქართველო უცხო თვალისთვის ხშირადპირველ რიგში, გაშლილ სუფრასთან ასოცირდება.
ბევრი ქართული სიმღერა სწორედ ქართულ სუფრაზეა შექმნილი. მინდა რომ სხვა კუთხიდანაც დავანახო ხალხს ქართული კულტურა და ტრადიციები. საქართველო მარტო სმა ჭამაზე არ არის ორიენტირებული. მართალია ამის ნაკლებობას არ განიცდის მაგრამ ჩვენ სხვა ბევრი რამ გვაქვს კიდევ საინტერესო და მიზიდველი და მინდა ხალხს ეს დავანახო.
ჩემ თემაში განხილული იქნება ბევრი ქართული ტრადიცია. ზოგი ცნობილი და ზოგიც უცნობი. თემა დაიყოფა რამდენიმე ქვეთავად. გამოყოფილი იქნება ძველი და მოქმედი ტრადიციები. აგრეთვე ხაზგასმული იქნება ამა თ იმ ტრადიციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

No comments:

Post a Comment