Tuesday, June 5, 2012

თამადა


თამადა,ქართული სუფრა

 

        თამადა  ეს არის ლხინის ან მწუხარების მიმდინარეობის ორგანიზების ცენტრალური ფიგურა. მას საქვეყნოდ ირჩევს ოჯახის უფროსი. ამ რიტუალით იგი ხაზს უსვამს თამადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თამადა სასურველია იყოსიმ საზოგადოებაში პატივცემული, განათლებული, ენაწყლიანი, მომთმენი. უნდა იცნობდეს ოჯახს, შეკრებილ საზოგადოებას, ქართული სუფრის ტრადიციებს, მსვლელობას. დღევანდელ რეალობაში მთავარია თამადას ეკავოს კარგითანამდებობა და სხვას უკვე ყურადღება არ ექცევა.

            თამადის ძირითადი მოვალეობაა მოახდინოს ლხინის მსვლელობის ორგანიზება. ამისათვის მისი მთავარი ინსტრუმენტი არის სადღეგრძელო, მისი შინაარსი, სადღეგრძელოთა რიგი და მათი მონაცვლეობის ტემპი. სადღეგრძელო, თავისიშინაარსით, არის ლოცვის ვარიანტი. სასურველია, თამადის სიტყვა არ სცილდებოდეს სწრაფი აღქმის ზღვარს (სავარაუდოდ 3-4 წუთი). ის, რომ თამადის სიტყვა არ უნდა სცილდებოდეს 3-4 წუთს, დღეს უკვე თამადას შეუძლია 10 წუთიილაპარაკოს, რაც მონოტორულია და სუფრის წევრების დაინტერესებას ვერ ახდენს და ხშირ შემთხვევებში არც უსმენენ მას. თამადა ვალდებულია ყოველთვის ახსოვდეს _ ადამიანები ლხინში მოდიან გასართობად. გართობის ყველაზემიმზიდველი ფორმა არის ურთიერთობა. თამადა კი არის ამის ხელის შემწყობი ( ყველამ კარგად იცის რა შემაწუხებელია გაუთავებელი მომისმინეთ, მომისმინეთ”)
სადღეგრძელოთა რიგი განსაზღვრულია. მასში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ჯგუფი, რიგითობის მიხედვით. პირველი სადღეგრძელო არის მადლობა ღმერთს! სადღეგრძელოთა პირველ ჯგუფს განეკუთვნება სადღეგრძელოები ლხინისმიზეზის გარშემო (იუბილარის, მექორწილეების, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების და სხვ.); მეორე ჯგუფს განეკუთვნება აუცილებელი სადღეგრძელოები (წასულების, სამშობლოს, დამსწრე საზოგადოების პერსონულად ანგარკვეული ჯგუფების მიხედვით და სხვ.); მესამე ჯგუფს განეკუთვნება თავისუფალი სადღეგრძელოები . ევოლუცია განიცადა სადღეგრძელოთა თანმიმდევრობამ. დღეს ხალხს თავისუფალი სადღეგრძელოები ურჩევნია, ვიდრემშვიდობის , სამშობლოს და . სადღეგრძელოების თქმას.

No comments:

Post a Comment