Tuesday, June 5, 2012

ხევსურული ტრადიციები


xevsuruli tradiciebi


1.     sworfroba ¬¬¬¬_ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნინათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადება.
2.     ათენგენობა  ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის მსახელთან.ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. ის მოძრავ დღესასწაული იყო და არის დღესაც. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98- დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავისა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა.
ეს დღესასწაული დღესდღეისობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშია შემორჩენილი. ხევსურეთში და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, თუშეთშიათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება (ლაშარობა, თამარობა, სერობა და . .).

No comments:

Post a Comment