Tuesday, June 5, 2012

მეგრული ტრადიციები



Mmegruli tradiciebi
      Kkalanda _  გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირვ ელ დღეს "კალანდა"ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებდა." საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.
ახალ წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებდა და წმ. ბასილას ეხვეწება, რომ მას ამ კაკალივით აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.

4 comments: