Tuesday, June 5, 2012

ქორწინების ტრადიცია


ქორწინების ოჯახური გარიგება და სისხლის აღების ურღვევი ტრადიცია

ლაილა ილალა, ლაილა ილალა… …რომ არ icodeT , რომ გვერდით ოთახში მიცვალებული aსვენi, ვერც კი იფიქრებT, რომ პანაშვიდზე xarT.
ტრადიციული რიტუალის შემადგენელი ნაწილი ყოფილა, მრავალხმიანიძიარათებირომელსაც თურმე ყველა გარდაცვლილის საპატივსაცემოდ ასრულებენ. ასე მიაგებენ პატივს მიცვალებულს, რომელსაც მეორე დღის მზის ჩასვლამდე აბარებენ მიწას, პანკისის ხეობის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ დუისში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსულმანებითაა დასახლებული.
დაკრძლვის მეორე დღიდან კი იწყება ტრადიციულინაზმები“, რომელიც სავალდებულოა და ამით მიცვალებულის სულს სამუდამო სასუფეველის დამკვიდრებაში ეხმარებიან.
ხოლო შემდეგი ერთი წელი, ყოველ ხუთშაბათ დღეს, ოჯახი ვალდებულია საკურთხი, .სააყაგასცეს, რომელიც მათი განმარტებით მიცვალებულს მიუვა.
ხეობა, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეებისაგან ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, დღემდე საკუთარი წეს-ჩვეულებებით და კანონებით ცხოვრობს.
დღემდე, გვარის უხუცესის სიტყვა კანონზე მაღლა დგას და მის წინააღმდეგ არათუ ასაკით უმცროსი, არამედ თანატოლ ქალსაც არ აქვს ხმის ამოღების უფლება და ამიტომაც რამდენიმე დღის შემდეგ აღარც მიკვირდა რატომ დადიოდნენ ქალები გრძელკაბებში გამოწყობილნი და თავშალ-შემოხვეულნი უტყვად. უკვე აღარც ის იყო საოცარი, რომ სტუმარსაც კი არ შემეძლო პურის გატეხვა, ვიდრე ოჯახის უფროსი არ დანაყრდებოდა. მხოლოდ მისი დანაყრების შემდეგ შეგვეძლო სუფრას მივსხდომოდით და წაგვეხემსა. უფრო მეტიც , თუკი უფროსი ფეხზე დგას, სირცხვილად ითვლება, რაც არ უნდა დაღლილი იყო, თუნდაც წუთიერად ჩამუხვლა და დასვენება მისი ნებართვის გარეშე, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წყლის დალევაც კი სირცხვილად ითვლება, ვიდრე სხვებს არ შესთავაზებ და ვიდრე ის, სხვები, საერთო ჭიქით წყურვილს არ მოიკლავენ.
დუისში გამეფებული მკაცრი კანონების მიხედვით, ქალის როლი იმაზე დაკნინებულია, ვიდრე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება წარმოიდგინოს თანამედროვე ადამიანმა.
იქ ქალი ქმრის მორჩილია. უვლის საქონელს, დადის  ყანაში, გამუდმებით შრომობს ოჯახში. მისი მოვალეობა ქმრის მოვლა და რაც შეიძლება ბევრი შილების გაჩენაა.
ტრადიციის თანახმად, ქალ-ვაჟი ხშირად წინასწარაა დანიშნული ისე, რომ არც კი იცნობენ ერთმანეთს. თუ შემთხვევით გასათხოვარმა ქალმა თავისი საქმრო ქუჩაში დაინახა, როგორმე თავი უნდა აარიდოს და დაიმალოს, რათა პირისპირ არ შეხვდეს მომავალ ქმარს, ესეც დიდ სირცხვილად და თავხედობად ითვლება. მათი მკაცრი კანონების თანახმად, მათ მხოლოდ ქორწინების შემდეგ შეუძლიათ ერთმანეთის ხილვა. თუმცა გარიგება მანამდე დგება.
ვაჟის ოჯახი ქალის სანაცვლოდ 500 ლარს იხდის იმ შემთხვევაში თუ ქალი ქალიშვილია, ხოლო თუ ქალი განათხოვარია ფასი ნახევრდება და მხოლოდ 250 ლარით განისაზღვრება (თუმცა ძველად სხვა ფასი იყო, უფრო მაღალი და ქალის საფასურში საქონელი და საოჯახო ნივთებიც შედიოდა). გათხოვილი ქალი თუ ქმარს ვაჟს არ გაუჩენს ან ცუდად მოუვლის, ქმარს მეორე ცოლი მოჰყავს და მათთან ორცოლიანობა სავსებით მისაღებია.
ყველაზე დიდი სირცხვილი გვარისათვის ისაა, როდესაც მათი ოჯახის წევრი სხვა რელიგიის მიმდევარს გაჰყვება ცოლად.
თუ რომელიმემ ეს გაბედა, ისე რომ ბიჭი მუსულმანურად არ მოინათლა( მონათვლაში  წინდაცვეთა იგულისხმება) შესაძლოა ოჯახის უფროსმა შვილი არც კი დაინდოს და სასიკვდილოდ გაწიროს.
პირიქით ხდება ვაჟის შემთხვევაში. თურმე ნუ იტყვით და თუ ვაჟი ქრისტიანს ან რომელიმე სხვა სარწმუნოების მიმდევარს ცოლად მოიყვანს და საკუთარ სარწმუნოებაზე გადაიყვანს, ყველაზე დიდი ცოდვაც კი ეხსნება.
მათი კანონებიდან ყველაზე სასტიკად და მიუღებლად  სისხლის აღების ტრადიცია მომეჩვენა.
აღმოჩნდა, რომ იქაური მკაცრი კანონების ურღვევია და თუ რაიმე კონფლიქტის გამო ადამიანი მოკვდა, ის გვარი, რომელიც დაზარალდა დამზარალებელისაგან ერთ კაცს ითხოვს
საუბარს შევესწარი, გარდაცვლილის მაგივრად დაზარალებულის გვარი, დაზარალებულს დავის გასაბათილებლად, ცალფეხა ადამიანს აძლევდა, ის კი უარობდა, ორფეხით მაზარალეს და ცალფეხას როგორ მკადრებენოარ ვიცი ის დავა როგორ დასრულდა, სავარაუდოდ, კონფლიქტის აცილების მიზნით, ცალფეხას ორფეხა ადამინით ჩაანაცვლებდენე, მაგრამ თავად ეს ფაქტი იმდენად წარმოუდგენელი და ამაზრზენი იყო, რომ იმ წუთას ქისტობას ნამდვილად არ ვინატრებდი
იქ, დუისში სისხლის აღების ტრადიცია დღემდე მყარადაა ფესვგადგმული, დღემდე კაცი თუ კაცს მოკლავს, მოკლულის გვარის კაცები ვალდებულნი არიან სისხლი აიღონ და მკვლელი თუ არა, მისი ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნათესავი გაისტუმრონ საიქიოს. გვარი , რომელიც სისხლს არ აიღებს შერცხვენილ გვარად ითვლება და მოკლულის საფლავს ქვას იმ დრომდე არ დაადგამენ ვიდრე სისხლის აღების ტრადიცია არ შესრულდება.
იქაურების ნაამბობით, რამდენიმე წლის წინ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კაცმა კაცი მოკლა, რომელსაც 2 თვის შვილი დარჩა. 20 წლის შემდეგ , როდესაც მოკლულის ვაჟი მეგობარს წაეკამათა, მეგობარმა წამოაძახაშენ რა კაცი ხარ, მამაშენის მკვლელი ცოცხალი დადისო““. ბიჭმა იარაღი აიღო, მამის მკვლელს სახლში მაიკითხა, დაუძახა და სახლის კართან, საკუთარი ცოლ-შვილის თვალწინ მოკლა.
როგორც გავიგე მათ მარხვის შენახვაც განსკუთრებულად იციან.
1 თვიანი .. „რამაზანისმარხვა, რომელიც მოძრავია და წელიწადის სხვადასხვა დროს იწყება იმდენად მკაცრია, რომ შესაძლებელია ბევრ მათგანს მისი შენახვა გაუჭირდეს.
მორწმუნენი მთელი დღის განმავლობაში საჭმელის და წყლის გარეშე არიან, თუნდაც აგვისტოს თვე იყო. არანაირი სასმელი და სიგარეტი, მათ საკუთარი ნერწყვის გადაყლაპვის უფლებაც არ აქვთ. მოლას ყოველ დაძახებაზე, რაც დღის განმავლობაში 7-ჯერ ხდება, სადაც არ უნდა იყვნენ და როგორც არ უნდა იყვნენ, ემზადებიან და ლოცვას იწყებენ.
გამზადებაში დაბანა იგულისხმება, ანუ მორწმუნემ თავიდან ფეხებამდე დღეში 7-ჯერ უნდა დაიბანოს, რათა წმინდა ხალიჩაზე დაჩოქება და ლოცვა შეძლოს.
ერთი თვის განმავლობაში საკვების მიღება მხოლოდ ღამით შეიძლება.
მაშინ როცა ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდება, ყველა მორწმუნე მარილს ან წყალს მიიღებს და შემდეგ ჭამის უფლებაც აქვს, დილას კი ვიდრე ბოლო ვარსკვლავი გაქრება ჭამა უნდა მოასწრო, რათა მთელი დღე მშიერს არ მოგიწიოს სიარული.
მარხვის დასასრული  მათთვის ყველა დღესასწაულზე მნიშნელოვანია და ყველა ოჯახი გრანდიოზულად აღნიშნავს, ქუჩაშიც კი უცხოები ერთმანეთს გულითადად ულოცავენ მარხვის დასრულებას სიტყვებითმარხ ყობურ ხილთ“ (შეგიწიროს).
ქუჩაში გამოსვლისას ძარღვებში სისხლი მეყინებოდა და ვცდილობდი, ის რამდენიმე დღე იქაურ წესებს დავმორჩილებოდი (კაბას და თავშალსაც კი ვატარებდი) რადგან ვერ ვუძლებდი იქაური უხუცესების მკაცრ მზერას. მათთვის, მე მათი ქალების და ჩვეული ცხოვრების რიტმისათვის შეუფერებლი ვიყავი.

No comments:

Post a Comment