Tuesday, June 5, 2012

მეკვლეობა


mekvleoba
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი

მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში

მეკვლე ახალ წელთან ასოცირებული ფიგურაა, მისი დანიშნულებაც საკმაოდ დიდი და საპასუხისმგებლოა. ბედნიერება, წარმატება, სიკეთე და ბარაქა უნდა დააბედოს იმ ოჯახს, ვისც პპირვლეად ახარებს ახალ წელს.
მეკვლის ტრადიციას ეკლესია ქრისტეშობას უკავშირებს: „მეკვლე სიმბოლოა, იმისა, რომ, როდესაც მაცხოვარი იშვა, მწყემსები გავიდნენ და ქვეყნიერებას ახარეს მისი შობის შესახებ. მეკვლეობა სწორედ მახარებლობას ნიშნავს“. როგორც ჩანს რელიგიიდან მომავალმა ამ ტრადიციამ დროდადრო სახე იცვალა და საერო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა.

მეკვლეობა საქართველოს ყველა კუთხეში ოდითგანვე გავრცელებული ყოფილა. მეკვლეები ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცები იყვნენ ხოლმე.

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა ხოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოქარშულ დედალს და ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენ ახალი წლის ღამეს და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას უდებდა პირში.

საინგილოში ოჯახის ქალები ახალი წლის იწყებდნენ ძაფის დართვას. შემდეგ ოჯახის უფროს მამაკაცთან ერ- თად მივიდოდნენ მძინარე შვილებთან და მაჯებზე ძაფებს ახვევდნენ. ძაფის რგოლებს ახვევდნენ დედაბოძსაც და საყოფაცხოვრებო ნივთებსაც. წრე საკრალურ დატვირთვას ატარებდა ძველ კულტურებში და ადამიანები თვლიდნენ რომ წრიული ფორმა ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდათ. გამთენიისას მოდიოდა მეკვლე. მეკვლესთან ერთად ოჯახის წევრები ჯერ სუფრას მოუსხდებოდნენ, შემდეგ კი ვენახში გავიდოდნენ საგანგებოდ მომზადებული ხონჩით. იქ ერთ ვაზს აირჩევდნენ, მის ძირში მიწას წითელი ღვინით მოალბობდნენ და ქათამს დაკლავდნენ ხოლმე. ამ რიტუალით ადამიანებს ღმერთის გული უნდა მოეგოთ,. რომ იმ წელიწადს ყურძნის უხვი მოსავალი მიეღოთ.

ხევსურეთში მეკვლედ შერჩეული ადამიანები ახალი წლის ღამეს ხატში ათენებდნენ, დილით კი მეკვლედ მიდიოდნენ.

ფშაველები ახალ წელს უთუოდ ახალ ტანსაცმელში გამოწყობილები ეგებებოდნენ. ახალი წლის წინა დღით ბედის კვერებს აცხობდნენ და ქადებს, თაფლს და სხვა ტკბილეულს ამზადებდნენ. აუცილებლად ამზადებდნენ ხინკალსა და მწვადებსაც. დილით მოსულ მეკვლეს ხელში ბედის კვერს მისცემდნენ და ის კვერს სახლში სამჯერ შემოაგორებდა.. თუ პირქვე დაეცემოდა კვერი, ფშაველები მიიჩნევდნენ რომ მომდევნო წელი ბედნიერი იქნებოდა, ხოლო კვერის პირაღმა დავარდნა ავის მომასწავებლად მიაჩნდათ.

მესხეთ-ჯავახეთში ოჯახის უფროსები ზრუნავდნენ მეზობლებისთვის გაცემული ყველა ნივთი შინ დაებრუნებინებინათ, რომ ბარაქა სხვის ოჯახში არ დარჩენილიყო. მეკვლის მისვლამდე ახალი წლის დღეს ერთმანეთში არავინ მიდიოდა. მეკვლე ტკბილეულობით დატვირთული აკითხავდა ოჯახს.

იმერეთში საახალწლო ჩიჩილაკს ამზადებდნენ და რთავდნენ სუროს ფოთლებით, ვერცხლის ფულებით, ტკბილეულითა და კუნელის მარცვლებით. იმერეთსა და სამეგრელოში ჩიჩილაკს მასილას ხესაც ეძახდნენ. ახალი წლის ღამეს იმერლები თავქვეშ შაქრის ნატეხს ამოიდებდნენ ხოლმე, რომელიც მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ.

სამეგრელოში ახალი წლის ღამეს რამდენიმეჯერ ისროდნენ თოფს. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ჩიჩილაკს შემოატარებდა მთელ სახლ- ში, ბოსელში, მარანსა თუ სასიმინდეში და თან ოჯახს ლოცავდა. შემდეგ მეგრელები ტკბილეულობით დატვირთული მეზობლებს სტუმრობდნენ და ახალ წელს ულოცავდნენ.

სვანეთში ახალ წლისთვის ყველიან პურებს აცხობდნენ და ზედ ჯვარს ასახავდნენ. პურებს სხვა სანოვაგესთან ერთად გიდელაში აწყობდნენ და გარეთ კიდებდნენ მეკვლეს რომ მზად დახვედროდა. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო. ის დილით ადრე დგებოდა. ცეცხლს ან- თებდა, შემდეგ დიასახლისს აღვიძებდა. დიასახლისი შვილებს აღვიძებდა. შემდეგ ოჯახის უფროსი ხარს გამოიყვანდა, რქებში ბაწარს მოაბამდა და მდინარეზე მიყავდა. ცოლ-შვილი კი უკან მიყვებოდა. მდინარიდან ოჯახის წევრებს წყალი მოქონდათ და შინ ბრუნდებოდნენ. ამ მგზავრობის მანძილზე ჩუმად უნდა ევლოთ, ხმის ამოღება ავის მომასწავლებლად მიიჩნეოდა

აღმოსავლეთ საქართველოში შობაახალი წლის კვირას ,,წელშუის კვირა’’ ეწოდებოდა, თუშეთში – ,,წელწადშუ’’, სამეგრელოშიკალანდა, სვანეთში კიზომხა.

1 comment:

  1. Why you'll find this casino - Dr.MD
    Why you'll find this casino · 1. BetRivers Casino · 2. Golden Nugget Casino · 3. Slots 태백 출장안마 of Vegas 구미 출장샵 · 태백 출장마사지 4. 경기도 출장샵 Vegas Slots of Vegas Casino · 5. Vegas Casino Slot Machines 영천 출장안마 · 6.

    ReplyDelete